21 April 2017
  • 9 ნახვა

Giorgi Kvirikaşvili - Ölkəmizdə ən gözəl biznes şəraitləri var

"Ölkəmizdə ən gözəl biznes şəraitləri mövcuddur, hansı ki ildən ilə daha da yaxşılaşır". Bu bəyanatı Gürcüstanın baş naziri Giorgi Kvirikaşvili Gürcüstan-Macarıstan biznes-forumunda çıxış edərkən verdi.  

Baş nazirin qeyd etdiyinə görə, bugünki tədbir, iki ölkə arasındaki biznes əlaqələrinin möhkəmlənməsini göstərən ən yaxşı əlamətdir.  

Onun dediyinə görə, Gürcüstan və Macarıstan arasındaki münasibətlər həqiqətən də dinamikdir. Bir sıra müqavilələr  imzalandı, hansıların məqsədi iki ölkə arasında iqtisadi, siyasi və mədəni əlaqələri daha da gücləndirməkdir.  

"Gürcüstan küçük miqyaslı, ancaq strateji lokasiyasından dolayı, çox güclü bir ölkədir. Avropa İttifaqı ilə azad ticarət razılaşması əsasında, biz önəmli addım qoyduq, hansı ki, Avropa dəyərlərini paylaşmayı nəzərdə tutur, biz artıq Avropa standartlarını qoruyuruq. Ölkə iqtisadiyyatımızın siyasəti azad və ədalətlidir və inkluziv olaraq, stabil şəkildə inkişaf edir”, - dedi baş nazir.

ჩვენ ქვეყანაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო მთელ მსოფლიოში, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელი ღონისძიება არის კარგი გამოხატულება იმისა, რომ ორ ქვეყნას შორის ძლიერდება ბიზნესურთიერთობები. 

მისივე თქმით, საქართველოს და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა მართლაც დინამიურია, ხორციელდება მთელი რიგი ვიზიტები, ხელი ეწერება ორმხრივ ხელშეკრულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას. 

„საქართველო მცირე მასშტაბის, მაგრამ წარმოუდგენლად ძლიერი ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებულებების გაზიარებას, ჩვენ ვითვალისწინებთ ევროსტანდარტებს. ჩვენი ეკონომიკის პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური მდგრადი განვითარებისთვის და ჩვენ მივყვებით მტკიცე რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი